ლომისობაზე, ეკლესიის ეზოში მამაკაცი გარდაიცვალა

მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე, ეკლესიის ეზოში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.

,,ლომისობა" მოძრავი დღესასწაულია და აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. რთული რელიეფის გამო, სალოცავისკენ მიმავალ გზაზე, მაშველები არიან მობილიზებული.