ავტომობილი ხევში გადავარდა - დაღუპულია 5 ახალგაზრდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთის სოფელ ხალაში. ავტომობილის ხევში გადავარდნას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

როგორც report.ge-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, გარდაცვლილები არიან 16 - 17 წლის მოზარდები. ადგილზე მისულ ბრიგადებს ისინი გარდაცვლილები დახვდათ.

შსს-ში report.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.