ლუგარიდან 33 ადამიანის პასუხი ცნობილია - VIDEO

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 33 პაციენტს ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. 

,,გუშინ 33 პაციენტს, ორ ეტაპად ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება და ყველა მათგანზე პასუხი იყო უარყოფითი, ნაწილი გადავიდა თვითიზოლაციაში ნაწილი საკარანტიო სივრცეში", -განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 30 პაციენტი იმყოფება.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 178 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 56 ადამიანი გადის.