იარაღის გავარდნის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში იარაღის გავარდნის შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

მცირეწლოვანი ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ფაქტი report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.