საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთმა ადამიანმა დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსი ქვეყანაში კიდევ ერთმა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, ქვეყანაში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის, კარანტინის რეჟიმში - 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი იმყოფება.