"იძებნება ლარი"- აქცია პარლამენტთან

"საჭმელი არის, ფული არა", "იძებნება ლარი," - ამ ბანერებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ამ ფორმით სურს საზოგადოებას აჩვენონ ის სიტუაცია, რაც არის პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ ქვეყანაში.

"ჩვენი მიზანია საზოგადოებას ვაჩვენოთ ის რეალური პრობლემები, რაც იყო საქართველოში პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ. მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ აპოლიტიკურები, აქედან გამომდინარე ჩვენ დამოუკიდებლად და განცალკევებით ვატარებთ აქციას", - განაცხადა აქციის მონაწილემ.