იგეგმება ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით - ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა, განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფოში იმიტირებული ბუნტი იგეგმება.

"იქნება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტის მაღალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელია, რადგან არსებობს გულის გაჩერების რისკი.