იგეგმება თუ არა რეგულაციების გამკაცრება - ამირან გამყრელიძის განმარტება

ქვეყანაში 25 ადამიანი დაიღუპა, არ არის დრო, მოვითმინოთ ცოტა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება.

"ერთი გამოსავალი არის მკაცრი კონტროლი, იმათ მიერ, ვისაც ევალება, და მეორე - ჩვენი თვითშეგნება. ქვეყანაში 25 ადამიანი დაიღუპა, არ არის დრო, მოვითმინოთ ცოტა. არ იგეგმება არავითარი რეგულაციის გამკაცრება. იგეგმება ის, რომ აღსრულდეს, რაც არის," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2712 ახალი შემთხვევა დადასტურდაგარდაიცვალა კიდევ 25 პაციენტი.