იგეგმება თუ არა ვაქცინაციის წამახალისებელი ფინანსური დახმარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პაატა იმნაძე ადასტურებს, რომ საკოორდინაციო საბჭო ვაქცინაციის წახალისების მიზნით დამატებით ღონისძიებებს განიხილავს. 

იმნაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული გეგმები მუშავდება, თუმცა ეს სტუდენტებს არ შეეხება.

"გარკვეული გეგმები მუშავდება იმისათვის, რომ შესაძლოა გაფართოვდეს წრე, ვისაც სახელმწიფო დამატებით წაახალისებს აცრის შემთხვევაში. 

სტუდენტებს რაც შეეხებათ, ლატარია და მშვენიერი მოგებებია, თუ თავიანთ ჯანმრთელობაზე არ ფიქრობენ, მაგაზე მაინც იფიქრონ,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.