"იქნება ოქროს სტანდარტი" - რა სიახლის შესახებ წერს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. 

პროფესორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ "უსაფრთხო ტურის სტანდარტი" შემუშავდა, რომელიც საქართველოს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.

"უსაფრთხო ტურიზმი არის ჩვენი გზა, რომ ვიყოთ მიმზიდველი მთელი მსოფლიოსთვის.

საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციამ და აკრედიტაციამ საზღვრების გარეშე, შეიმუშავეს საქართველოსთვის "უსაფრთხო ტურის სტანდარტი", რომელიც დაიბერგება ნოებრიდან და იქნება ოქროს სტანდარტი, თუ როგორ უნდა უმასპინძლო ტურისტს უსაფრთხოდ!

დავიცვათ ჩვენი გიდები, დავიცვათ ჩვენი ტურისტები, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა!", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.