ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა. უწმინდესმა გიორგი გახარია დალოცა და მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა.

საქართველოს მთავრობის მეთაურად გიორგი გახარია მიმდინარე წლის 8 სექტემბერს დაინიშნა.

98 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა.