ილიკო სუხიშვილი ავარიაში მოყვა

მოცეკვავე და ანსაბმლბ "სუხიშვილების" სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ავარიაში მოყვა. იგი საკუთარი მოტოციკლით ბოძს შეეჯახა. 

ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავის დაშავებულა.

report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.