იმერეთში კორონავირუსზე 596 ანალიზის პასუხი მიიღეს

ერთი თვეა ქუთაისში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განაცხადა.

გიორგაძის ინფორმაციით, ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 596 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთ პირთან არ დადასტურდა.

მისივე თქმით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 973 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა stopcov.ge-ზე.

ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 2-მა ადამიანმა დაამარცხა და განკურნებულთა რაოდენობა 846-ს შეადგენს.