იმერეთში სტიქიას ებრძვიან - VIDEO

გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა იმერეთში.

ხონის მუნიციპალიტეტში, გორდის სამანქანო გზაზე, წყალმა გზის ნაწილი დაფარა, მანქანების გადაადგილება კი რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლებელი იყო.

როგორც Report.ge-ს ხონის მერიაში განუცხადეს, ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. მდინარემ, რომელიც გზის მონაკვეთზე გადადის, ტერიტორიაზე ქვა-ღორღი და ხის ნარჩენი ჩაიტანა.