იმოქმედეთ სწრაფად, აღიქვით კრიზისი - ბათუმელი ექიმი მიმართვას ავრცელებს

ბათუმელი ექიმი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმაზე, რომ პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა ხშირად რთულდება. ამ პროცედურას ლაბორატორიული დადასტურება სჭირდება, რაც ხშირ შემთხვევაში, 7 დღეს აგვიანებს. ამის გამო, ექიმთან მოხვედრას ბევრი კოვიდინფიცირებული რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებს. 

„პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მთავარ ბარიერად იქცა ლაბორატორიული კონფირმაციის არარსებობა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში აგვიანებს 7 დღე!
ამის გარეშე მათი ჰოსპიტალიზაციის ერთადერთი გზა ცხელების ცენტრია, რომელიც სულ ორია რეგიონში!

2 !!!!!

ეს არ იყო საკმარისი 50 ახალ შემთხვევაზე!

მით უმეტეს არ არის საკმარისი 200 ახალ შემთხვევაზე!!!

ძალიან ბევრი ხანდაზმული პაციენტი ბინაზე საათობით ელოდება სასწრაფო დახმარების ბრიგადას და გადაყვანას ჰოსპიტალში“, – წერს ექიმი..