ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

გარდაიცვალა 68 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 767 პაციენტი.

ჩატარებული კვლევა ტესტით - 43 437, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 25 020, PCR ტესტით - 18 417.