ინფექციონისტი: აჯობებს პირბადეს ცხვირ-პირბადე ეწოდოს

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა პირბადის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

,,მოკლედ, აჯობებს პირბადეს სახელი გადაერქვას და ცხვირ-პირბადე ეწოდოს, იქნებ ასე მაინც მივაღწიოთ, რომ მხოლოდ პირზე ან ნიკაპზე არ მოირგონ ხოლმე... p.s. სულ დამავიწყდა მთავარი ხომ ის არის თუ როგორ შეუხამებთ ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის ფერს", - წერს ალექსადრე გოგინავა facebook-ის გვერდზე.