ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 9 პაციენტმა დაამარცხა

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 9 პაციენტმა დაამარცხა, - ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

"26 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან 9 პაციენტი ჩვენი გამოჯანმრთელებულია,  დაგვრჩა ახლა 27 დადასტურებული პაციენტი. მძიმე პაციენტი რჩება მხოლოდ ერთი, ამ პაციენტთან მიღებული გაუმჯობესება სტაბილურია",- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 677-მდე გაიზარდა. დღეს გამოჯანმრთელდა 26 ადამიანი და ადამიანების რიცხვი, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხა 419 გახდა. გარდაცვლილია 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში რჩება 3822, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 360 ადამიანი.