ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 პირი შეიყვანეს - VIDEO

ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 პირი შეიყვანეს. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ კლინიკის წარმომადგენელმა გააკეთა. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 28 პაციენტი რჩება. ამ დროისთვის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ უდასტურდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი მხოლოდ სამ პაციენტს აქვს დადასტურებული. ახალი შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა.