ინფექციურიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მესამე პაციენტი გაწერეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მესამე პაციენტი გაწერეს. 

ინფორმაცია report.ge-ს კლინიკაში დაუდასტურეს.

გამოჯანმრთელებული პირები 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 3 - გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 2 956 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 291.