"ინფექციურის" რეანიმაციაში პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს  - VIDEO

ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან არც ერთი პაციენტი ჩვენთან არ წევს,- ამის შესახებ განცხადება ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა გააკეთა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში რჩება 40 პაციენტი. მათგან 35-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსი, 5 კი საეჭვო შემთხვევაა და ანალიზები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით შედარებით გაუმჯობესდა რეანიმაციაში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა. ის მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება. ეზუგბაიას თქმით შესაძლოა პაციენტი მალე სახლშიც კი გაეწეროს.