"ინფექციურს" საეჭვო სიმპტომებით ბოლო ორ დღეში 9 პაციენტმა მიმართა - LIVE

ინფექციურ საავადმყოფოს საეჭვო სიმპტომებით 24-25 თებერვალს 9 პაციენტმა მიმართა. აქედან ორი ირანის მოქალაქეა, დანარჩენები კი საქართველოს მოქალაქეები, რომელებმაც იტალიაში ან ირანში იმოგზაურეს. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, შემოსული 9 პაციენტიდან 5-ს კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დაუდასტურა და ისინი სახლში გაეწერნენ. რაც შეეხება დანარჩენ 4-ს, თენგიზ ცერცვაძის თქმით მათ დღეს, დღის ბოლოს მიმართეს კლინიკას და ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევის შედეგები უცნობია. მათგან ერთს მაღალი ტემპერატურა აქვს, დანარჩენების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. პაციენტები ბოქსირებულ განყოფილებაში რჩებიან.