ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 46 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა 14 128 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 727 ადამიანი.