ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება - ეპიდსიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 211 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი 49-ს დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 116 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 31 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 666 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 660 ინფიცირებული პაციენტი.