ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3212 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 4 103 ინფიცირებული.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 81 ადამიანი.

ბოლო ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 78, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 7 457ადამიანი.