ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 69 ადამიანი - დღემდე ვირუსს ჯამში 13 512 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 841 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 741 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 421 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 320 PCR ტესტით.