ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 43 პაციენტი.

გამოჯანმრთელდა 4 627 ინფიცირებული. 

ცნობისთვის, სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 711 255 შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 652 505 ადამიანი და გარდაიცვალა 9 961.