ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 43 ადამიანი. სულ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა 9 742 ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 483 პაციენტი.

ცნობისთვის, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში სულ გამოვლენილია 692 240 შემთხვევა. მათგან მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 511-ია.