ინფიცირებული 81 წლის ქალი რეანიმაციიდან პალატაში გადმოიყვანეს - VIDEO

საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილებიდან ინფიცირებული 81 წლის ქალი პალატაში გადმოიყვანეს. ამის შესახებ განცხადება კლინიკის ხელმძღვანელმა გააკეთა. ლევან რატიანის თქმით პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის მალე გაეწერება. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, კორონავირუსით კლინიკაში 67 ადამიანი მკურნალობს. მათგან 4 -ის მდგომარეობა მძიმეა.