ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი.

გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 3 397 ინფიცირებული.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 857 933 დადასტურებული შემთხვევაა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია 799 850 ადამიანი. 

კორონავირუსს ქვეყანაში სულ 12 258 ადამიანი ემსხვერპლა.