ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 61 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს 13 707 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელებულად ჩაითვალა 2 711 ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 46 059, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 26 700, PCR ტესტით - 19 359.