ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

გარდაიცვალა 36 კოვიდინფიცირებული. სულ, ქვეყანაში ვირუსს 9546 პაციენტი ემსხვერპლა

გამოჯანმრთელდა 2082 ადამიანი. 

დღიურად ჩატარდა 56555 ტესტი.