ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 41 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა 14 082 ადამიანი. 

გასულ დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 105 ადამიანი. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 41 236, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 24 593, PCR ტესტით - 16 643.