ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში Covid 19-ის 606 492 შემთხვევა გამოვლინდა.

გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 2 956 ინფიცირებული. ამით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 576 498-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 პაციენტი. სულ ქვეყანაში პანდემიას 8 817 ადამიანი ემსხვერპლა.