ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 76 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 768 პაციენტი.

ჩატარებული კვლევა ტესტით - 48 640, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 26 892, PCR ტესტით - 21 748.