ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 26 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 298 ადამიანი. 

ცნობისთვის, სულ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულია 652 677 შემთხვევა.

საქართველოში ვირუსს სულ ემსხვერპლა 9 396 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 608 861 ადამიანი.