ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2455 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში დაინფიცირდა 572 948 შემთხვევა. 

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 58 ადამიანი. სულ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა 8035 პაციენტი. 

გასულ დღე ღამეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4427 ადამიანი.