ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 31 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა 14 187 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 777 ადამიანი.