ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში 4827 შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი დაუდასტურდა 428670 ადამიანს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 388893 ინფიცირებული , ბოლო 24 საათში განკურნებული კი - 1895. 

 ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 პაციენტი, სულ საქართველოში ვირუსს ემსხვერპლა 5910 პაციენტი. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 43932, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15258, PCR ტესტით - 28674.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 10,99%, ბოლო 14 დღის - 7,41%, ბოლო 7 დღის - 8,08%.