ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 61 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2 157 პირი.

გუშინ საქართველოში 53 440 ტესტი ჩატარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 835 306 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 774 458 გამოჯანმრთელდა, 11 871 კი გარდაიცვალა.