ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1862 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 619 პაციენტი.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 35117, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20996, PCR ტესტით - 14121. 

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,3%, ბოლო 14 დღის - 4%, ბოლო 7 დღის - 4,26%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 379 673 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 360 558, გარდაიცვალა 5 479 პაციენტი.