ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა კიდევ 40 პაციენტი.

გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 2 014 ინფიცირებული.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის  861 883 დადასტურებული შემთხვევაა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია 801 864 ადამიანი.

კორონავირუსს ქვეყანაში სულ 12 298 ადამიანი ემსხვერპლა.