ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 514 744 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 448 288 გამოჯანმრთელდა, 6 771 კი, გარდაიცვალა.