ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 182-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსი 5 697 პირს დაუდასტურდა, 2 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, გუშინ 9 აგვისტოს საქართველოში 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 146 პაციენტი, გარდაიცვალა 44 ადამიანი.