ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 84 ადამიანი ემსხვერპლა.

2695 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.,

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 562 627;

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 509 181;

მათ შორის გარდაცვლილი - 7 732.