ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 28 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა 14 156 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 126 ადამიანი.