ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4762 ფაქტი დაფიქსირდა.

გარდაიცვალა 43 ადამიანი. სულ ქვეყანაში კორონავირუსს 9831 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოჯანმრთელდა 3953 ინფიცირებული. 

დღიურად ჩატარდა 48090 ტესტი.