ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 282 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 263 პაციენტი.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 49 347, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 34 387, PCR ტესტით - 14 960.