ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 51 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს 13 758 ადამიანი ემსხვერპლა. 

გამოჯანმრთელდა 2 331 ინფიცირებული.