ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2796 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 413626 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 379685 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი განიკურნა 2088 ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 17 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს 5768 მოქალაქე ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 41684, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23712, PCR ტესტით - 17972.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,71%, ბოლო 14 დღის - 6,73%, ბოლო 7 დღის - 7%.